WHAT? love tutto?
Love is z happiest feeling. But what’s tutto? “Tutto” means everything in Italian. So love everything? what?
WHEN I had to pick a profession, I got confused. Coz I am left handed creator who loves drawing, balance sports, writing, music, dancing, laughing, traveling, walking without destination, learning, exploring, capturing moments, recording thoughts and exploding thyself with a pinch of balance in between. So, while picking the profession, it was impossible to pick one thing only and dedicate rest of my life to it. Some might say ''impossible is nothing" and I agree. This is WHY I combined my two greatest passions: drawing and balance sport together. Therefore, I've decided to create art balance boards and share them with you.
HOW IT ALL STARTED
I dreamt about being a pro surfer. 2021 while chasing my dream, I went to a surf camp in Portugal and I finally got it. Surfing is damn hard. Luckily my surf coaches had understood it before I did and they knew how much it takes to be a surfer. Balance, coordination, focus, perseverance and bunch of other things basically are core ingredients to become a surfer. For these reasons, balance boards where an integral part of our training. So I tried, I fell and I was blown away, because It felt like surfing with infinite waves. Fall of 2021, covid19 locked me in a tiny infamous city of Hilversum, Netherlands. In my free time I was getting bored, so I bought my first balance board. Little did I know that a fake surf beach would come with it. I rode hundreds of waves in my kitchen, living room and bedroom. I stole no waves coz all of them were crafted for me. While balanceboarding I started to trace my breath and understood the vital importance of it. Besides replacing boredom with fun, I began to train every bone and muscle of my body, and I still love it.
THE PROBLEM
Last year I lived in three different countries. During one of my transitions, I had been retained at the airport for carrying balance board under my armpit. It almost got trashed. Lost in translation, z customs officer said the only word I could understand “TRASH”, I replied: “TREASURE”. Giving up wasn’t an option. Balanceboarding had become my ritual. Rituals are hard to break, especially when it helps you stay sane, focused and in shape. I knew getting another board shipped in Georgia in short time would have been impossible. Certainly no chance of getting a local balance board. After hours of begging (even crying) at the airport, explaining the importance and harmlessness of z board, they finally let me take it. This troublesome story gave me z insight to my new found profession.
SOLUTION
I had to promote balance board culture on the planet we all live today by creating custom made, unique, colourful, whimsical, bedazzled art balance boards from Georgia, my country, not the state.
I drew on pebbles and shared them with people for 10 cents, when I was 5 yrs or so. Always knew I had to get bread and cheese out of my art. What I didn’t know back then is nobody needed stones, now I know, we ALL NEED BALANCE.
Couple of months ago, I combined two greatest passions of mine: art and sport. Balancing and drawing helps me escape time. I draw on boards and I ride them. Each board is unique, just like its potential owner. I hand craft them with love and care for you and I to achieve stability and balance.
BENEFITS OF BALANCE BOARD
The way to strengthen your mind is to use your body - they say.
Balance exercises activates core & lazy muscles. It helps with:
⭐️coordination
⭐️focus
⭐️proprioception
NOVELTY
Besides practical characteristics, love tutto balance boards have artistic value. Each board is unique and it takes approx. 8 hrs to hand craft one. It's not only a training device but also piece of art. Boards come with an easy to carry bag for you to take it anywhere you go, from your local park or home, from seaside to mountains.
Getting on board will promote healthy lifestyle of balance board culture around z world.
With love, from Georgia, the country.
WHAT? love tutto? რა? ლავ ტუტო?
სიყვარული უბედნიერესი გრძნობაა მაგრამ ტუტო რაღაა? ტუტო იტალიურად ყველაფერს ნიშნავს. ანუ გიყვარდეს ყველაფერი. რა ყველაფერი?
ხატვა, სპორტი, წერა, მუსიკა, ცეკვა, სიცილი, მოგზაურობა, უმისამართოდ სეირნობა, აღმოჩენები გარე და შინაგან სამყაროში, აზრების გაზიარება, მომენტების დაჭერა, ფიქრების აღრიცხვა - ეს ყველაფერი მიყვარს. ამიტომ პროფესიის არჩევისას ერთ კონკრეტულ საქმიანობაზე ფოკუსი გამიჭირდა და ორი დიდი სიყვარული: ხატვა და სპორტი გავაერთიანე. არტ ბალანის დაფებს ვთლი, ვხატავ და სხვენში დაწყობის ნაცვლად, გიზიარებთ.
როგორ დაიწყო?
სერფერობაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. 2021 წელს ოცნებას პორტუგალიაში, სერფინგის სკოლაში ავედევნე და მივხვდი რომ სერფინგი ყველაზე რთული სპორტია. ბალანსი, კოორდინაცია, კონცენტრაცია და ტალღების წაკითხვას ერთად მეხუმრები? წყლის ძალა მოგვცეს ღმერთმა. მახსოვს პირველად ბალანსის დაფას ამ მოგზაურობაში გადავაწყდი და უმალ მოვინუსხე მისი შესაძლებლობებით. დავდექი, წავიქეცი, დამცინეს, ისევ დავდექი. მაგრად მომეწონა რადგან დაფაზე დგომა უტალღო სერფინგს გავდა (სერფინგი ქუთაისურად). აქედან 1 თვეში საკუთარი დაფა გამოვიწერე და მთელი პანდემია წარმოსახვით ტალღებზე სრიალში გავატარე. ბალანსბორდინგმა სწორად სუნთქვა მასწავლა და ყველაფერი აქედან დაიწყო. საკუთარ სხეულთან კავშირი დავამყარე და პანდემიის მოწყენილი ტყვეობა დაფის მეშვეობით სერფინგის დაუსრულებელ შვებულებად იქცა. განწყობა და თვითრწმენა ერთდროულად გამიუმჯობესდა.
პრობლემა
შარშან სამ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება. ერთ-ერთი გადაადგილებისას აეროპორტში იღლიაში ბალანსის დაფით ამოჩრილი დამაკავეს. ჩამომართვეს და მითხრეს ვერ გაგატანთო. დანებებას არ ვაპირებდი, რადგან ბალანსბორდინგი ჩემი საყვარელი რიტუალი იყო. რიტუალზე უარის თქმა არც ისე მარტივია. განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაში, კონცენტრაციაში და ფორმაში ჩადგომაში გემხარება. ზუსტად ვიცოდი მოკლე დროში ახალი დაფის გამოწერას ვერ მოვასწრებდი. საქართველოში კიარა მსოფლიოში, ბალანსის დაფებს კანტი კუნტ თუ იცნობენ. ამიტომ მთელი გულით შევეცადე აეროპორტის თანამშრომლებისთვის ამეხსნა თუ რას წარმოადგენდა ბალანსის დაფა. ყველაფერი აქედან დაიწყო.
გამოსავალი
ბალანსის დაფის პოპულარიზაცია ჩემდა უნებურად ჩემი მისია გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ ონლაინ შეძენილი დაფის დიზაინი ჩემს ესთეტიკაში არ ჯდებოდა და გადავწყვიტე მომეხატა. მერე მივხვდი ამის კეთება ძალიან მსიამოვნებდა.
როცა 5 წლის ვიყავი, ქვებზე ყვავილებს ვხატავდი და სანაცნობოში 20 თეთრად ვყიდდი. თითქოს ყოველთვის ვიცოდი პური და ყველი ჩემი ხელოვნებით უნდა მეშოვნა. მაშინ იმას ვერ ვხვდებოდი ქვები რომ არავის სჭირდებოდა. დღეს ვხვდები, რომ ბალანსი ყველას ძალიან გვჭირდება. რამოდენიმე თვეა, რაც ორი საყვარელი საქმიანობა: ხატვა და სპორტი ერთმანეთს დავუკავშირე. ეს მეხმარება გავექცე ჯიუტ ილუზიას, დროს. არა პრინციპში პირიქით, დავრჩე აწმყოში. ვხატავ დაფებს და ვბალანსდები. ყველა დაფა უნიკალურია, როგორც მათი პოტენციური მეპატრონე. მათ დიდი სიყვარულით ვქმნი იმისთვის რომ ერთად დავბალანსდეთ.
სასარგებლო თვისებები
ამბობენ გონების გაძლიერებისთვის სხეულის გამოყენებაა საჭიროო.
ბალანსბორდინგი ხელს უწყობს სტაბილიზატორი კუნთების წვრთნას, რაც წონასწორობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მისი რეგულარულად გამოყენებისას იწვრთნება სხეულის ზედა და ქვედა კიდურები. ის კუნთებიც რომლებსაც ყოველდღიურად არ ვიყენებთ და ზარმაც მდგომარეობაში არიან. სხვა უპირატესობებთან ერთად დაფა გვეხმარება კონცენტრაციის გამომუშავებაში. სუნთქვაზე ყურადღების გამახვილების ხარჯზე. სწორედ ამიტომ დაფაზე ვარჯიში მედიტაციას წააგავს. პროცესში აცნობიერებთ, რომ სწორი სუნთქვის გარეშე ბალანსი შეუძლებელია. ჩვენი სხეული გონება და სული ერთმანეთთან ერთი ამოსუნთქვით არის დაკავშირებული.
ერთი შეხედვით მარტივი ფიტნეს ინსტრუმენტი, ეფექტურად მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ სიძლიერეზე, არამედ მენტალურ ძალასაც წვრთნის.
ბალანსბორდინგი წვრთნის
⭐️გვაკავშირებს სხეულთან
⭐️ გვეხმარება კოორდინაციაში
⭐️კონცენტრაციაში.
სიახლე
გარდა პრაქტიკული და კეთილი თვისებებისა, love tutto - ს ბალანსის დაფები მხატვრულ დანიშნულებასაც ატარებს. ყოველი დაფა უნიკალურია, ხელით იხატება და მათი დამზადების პროცესი დახლოებით 10 საათს შეადგენს.
გარდა მათი პრაქტიკული გამოყენებისა, დაფების ინტეგრირება ინტერიერშიც შეგიძლიათ.
დაფის შეძენით ეხმარები შენს სხეულს და გონებას და მეც, რადგან მეხმარები ჯანსაღი სპორტის პოპულიარიზაციაში.